“ისინი”

Posted: აპრილი 16, 2012 in ჩანახატი

ჩემს წინ ორი,წინ კიდევ ერთი თავჩარგული რაღაცას ელოდება,მეც ველოდები..
ისინი ხელში მიჭირავს,მსუბუქია.. უკვე ერთიღა დარჩა ჩემ წინ.. მისი კისერს ვხედავ,თრთის.. აშკარად გულისცემა აუჩქარდა.. ავღელდი.. ისინი ჯიბეში ჩავიდე.. ისევ მსუბუქია..
ოი როგორ მინდა უკან მოვბრუნდე და წავიდე.. მაგრამ გარეთ ვერ გავალ,მაშინვე კითხვებს დამაყრიან.. მათ მომაგზავნეს,არ მინდოდა მაგრამ მაიძულეს..  ვდგევარ,კარი ხშირად იღება და სუფთა ჰაერი შემოდის,შემცივდა თუ შემეშინდა არ ვიცი მაგრამ ვკანკალებ.. კბილები მიკაწკაწებს და მეც კი შევწუხდი..
თვალები დახუჭე და როგორც მასწავლეს,კარგი ადგილი წარმოვიდგინე და დავმშვიდდი..სიწყნარეა,სითბოს ვგრძნობ.. საკმარისად რომ დავმშვიდდი თვალები გავახილე და მისი მზერა,ახლაღა შევამჩნიე რომ სათვალე უკეთია.. ისინი ჯიბეში მოვსინჯე,ადგილზეა..
– მოდი აბა!!
დამიძახა,რა ასე მალე მოვიდა ჩემი დრო? მივედი..
ჰეჰ,მე რომ სითბოს ვიღებდი ამ დროს ის ორიც წასულა.. დავნეულივით აქეთ–იქით გავიხედე.. ჩუმად ვიკითხე,თან მეტი დამაჯერებლობისათვის გულზე თითი მივიდე:
–მე?
–დიახ შენ,რაო რა მქვიაო?

ისევ ავკანკალდი.. დაბნეულობისაგან სახელიც ძლივს წარმოვთქვი:
–ის,მე.. მე მქვია.. ის.. ხო,ა.. თთთორნიკე მქვია მე..
–პირველადა ხარ?

პირველად ვიყავი,არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა,როგორ მოვქცეულიყავი..მოვიტყუე:

–არა,პირველად არ ვარ..!
–ოჰ,მითუმეტეს სანერვიულოც არაფერია..
მშვიდი ღიმილი მაჩუქა..
–მაჩვენე აბა!!

ოი,მათზე მეუბნევა..თითები ერთმანეთში გადამიჭვდია,ნერვიულობისაგან ძლივს გავხსენი..ოფლმა დამისველა ხელები,ჯიბეში ჩავიყავი..აქ არის.. არ მინდა ვაჩვენო,ან მეშინია,ან მრცხვენია..

–მიდი,მიდი ნუ გეშინია!
გამამხნევა,თვითონ რა ენაღვლება სკამზე ჩამომჯდარა,მშვიდადაა,პირველად კი არაა.. ამოვიღე,ისევ მსუბუქია..
–აი,ნახეთ!!

ოთხად გაკეცილი ქაღალდი გადაშალა,ნელა დაიწყო კითხვა,გონებაში თავს ვიმართლებდი..ვხედავდი რა ადგილსაც კითხულობდა,ვნერვიულობდი.. ერთი ორჯერ ამომხედა კიდეც.. გადაკეცა.. გახია.. ისინი გახია.. მძიმეაო მითხრა.. მე მსუბუქი მეგონა,ეგრეც იყო..ხელში მომაწოდა,ახლაც ისევეა..ოღონდ დახეული..

თავზე რაღაც დამაფარა,სინათელამ მოიკლო,მერე ოთხჯერ შემეხო თვზე,ხელები მომიჭირა,მაკოცა და მითხრა,ღმერთმა შეგინდოსო.

რაღაც მიხაროდა,ფრთხილად ავდექი,მხარზე ვაკოცე..და სწრაფი ნაბიჯით გამოვედი..აღარ მციოდა,არც ვნერვიულობდი.. გარეთ დამხვდნენ,მკითხეს რა გითხრაო.. მე ოდნავ გავიღმე. თვალი ჩავუკარი და ღრმად ამოვისუნთე..

  ისინი ხელში მეჭირა, ვიცოდი მათი სახელი,შვებას ვგრძნობდი.

მე ის ძირს დავაგდე..

ციოდა,მაგრამ მე გამთბარი ვიყავი.. მე ხომ ამ წამს პირველად აღსარება ჩავაბარე..

კომენტარები
  1. karamelka ამბობს:

    თთთორნიკე,მშვენივრად წერ, მომწონს მე აგი 🙂

  2. tokadmin ამბობს:

    მადლობა :*

  3. ნანა ამბობს:

    მეამაყები:*:*:*

  4. fabiolorka ამბობს:

    ვკითხულობდი და ვვარაუდობდი რა უნდა ყოფილიყო ”ის”. ისე მომინდა შენს ადგილას ყოფნა, ისე მომინდა… უცებ ეგ მსუბუქად ოთხი შეხების ემოცია მომივიდა. მენატრენა ჩემი აღსარება!

  5. shushana ამბობს:

    Исповедь Анна Ахматова

    Умолк простивший мне грехи.
    Лиловый сумрак гасит свечи,
    И темная епитрахиль
    Накрыла голову и плечи.

    Не тот ли голос: «Дева! встань…»
    Удары сердца чаще, чаще.
    Прикосновение сквозь ткань
    Руки, рассеянно крестящей.

დატოვე კომენტარი